რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ.
„რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატო-ს წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არჩევნებზე გავლენის მოხდენისკენ მიმართული მცდელობები, კიბერ შეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე.
რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მტავარი ფოტო: NATO