ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ბრუნდება.
,,მშვიდობით დარჩი უკრაინა. მალე დავბრუნდებით უფრო მეტი ქართველით“ _ დაწერა მან სოციალურ ქსელში და ფოტო გამოაქვეყნა.

გუშინ კი ოქრუაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
,,დილიდან მარცხენა თვალი მითამაშებს და ვფიქრობდი რაღაც ცუდი მოხდებოდა. ახლა გამახსენდა რომ დღეს სასამართლო მაქვს“
_ დაწერა ოქრუაშვილმა.