დღევანდელი დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხს ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას ამბობს, რომ ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა მაქსიმუმ 2-3 თვის თემაა.
„ნიკა მელიას საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი. მიმაჩნია, რომ ეს არის მაქსიმუმ 2-3 თვის თემა, თვითონვე მოუწევთ. მოსამართლეს დღესაც შეეძლო ეთქვა, შეექმნა დამოუკიდებლობის იმიტაცია და ეთქვა, რომ მე არ მიმაჩნია მისი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად და აღარ არის ამის აუცილებლობა, ისე როგორც პროკურორს შეეძლო ეთქვა, რომ გავიდა ის ორთვიანი ვადა და ამიტომ გამოვუშვათ... მთელი ამ ორი თვის განმავლობაში რასაც ამტკიცებდნენ, რომ შეეძლო ნიკა მელიას დამატებით გირაოს გადახდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილა ტყუილი“ - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
მთავარი ფოტო: Facebook