ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 4 დღიან მძიმე ბრძოლაში იმყოფებოდა, სადაც რუსულმა აგრესიამ მისი ერთი თანამებრძოლი იმსხვერპლა, ორი კი დაიჭრა.
,,4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს - უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო“ _ წერს ირაკლი ოქრუაშვილი.



