უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების ხელმძღვანელები დავით არახამია და ვლადიმერ მედინსკი სტამბულში პირისპირ მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ უკრაინული მხარის წარმომადგენელმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციების ხელმძღვანელები „მოლაპარაკების პროცესის ფუნდამენტურ დებულებებზე“ საუბრობენ.