აგრესია თუ იქნება, ჩვენ მასშტაბურ სანქციებს დავუწესებთ და რუსეთი მწვავედ გადაიხდის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მან კრემლის ქმედებებს პარადოქსული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
,,კრემლის ქმედებები პარადოქსულია. მას იმედი ჰქონდა, რომ დაინახავდნენ დაყოფას, დაასუსტებდა ჩვენს კავშირს, დაგვყოფდა. ფაქტია, რომ მათ საპირისპირო მიიღეს. შეუძლებელია, რუსეთს მუდმივად ზეთის ხილის რტოს ვუწოდებდეთ, მაშინაც კი, როცა ის სარაკეტო წვრთნებს ატარებს და ძალების მობილიზებას აგრძელებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, თუ იქნება მორიგი სამხედრო აგრესია, ჩვენ მასშტაბურ სანქციებს დავუწესებთ და რუსეთი მწვავე საფასურს გადაიხდის. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩვენზეც აისახება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის დემოკრატიას. უკრაინელმა ხალხმა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმები აირჩია“ _ განაცხადა შარლ მიშელმა.