საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, 25 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები 7 იანვარს მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია, ცხედარი კი ჯერჯერობით საქართველოში ჩამოსვენებული არ არის.