თბილისის მეტროპოლიტენი რუსული კომპანიისგან 49 მილიონ ევროდ ახალ ვაგონებს შეიძენს. რუსულმა კომპანია, "Метровагонмаш"-მა EBRD–ის ტენდერში გაიმარჯვა. შედეგად, დედაქალაქი 44 ახალ ვაგონს შეიძენს.
თბილისის მერიის განცხადებით, კომპანიამ გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გაიმარჯვა, ხოლო თბილისში ვაგონები 2022 წლიდან შემოვა, ეს პროცესი კი 36 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ფოტო: პუბლიკა