სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც თბილისის მეტროში მგზავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. ამ ფაქტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა.
მათი განცხადებით, გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს და აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, შედარებით მეტი მგზავრი იყრის თავს. ხოლოს რაც შეეხება შეზღუდვებს, მგზავრებისთვის კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.
