ლელოს" ექიმების გუნდი უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში გაემგზავრა. ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
,,ქალაქი, რომელშიც კონცენტრირებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა იძულებით გადაადგილებული პირი და დაჭრილი სამხედროები.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, "ლელოს" ექიმების ჯგუფიდან გაემგზავრნენ: ვატო სურგულაძე, ვაჟა გაფრინდაშვილი, რამაზ ზოსიაშვილი, კახაბერ ჩიხრაძე ,ბაკურ მეტრეველი, ნიკოლოზ მახარაძე, ნუგზარ ჩხიკვაძე, კონსტანტინე მელნიჩუკი, ნათელა მელნიჩუკი.
პოლონეთში გუნდს შეუერთდება ქართველი ექიმი გიორგი პატარაია.
"ლელოს" ექიმების ჯგუფი უკრაინელებს გადასცემენ ჰუმანიტარულ დახმარებას, სამედიცინო აპარატურას: ვიდეო-ლარინგოსკოპი, ეკგ, ჟანგბადის კონცენტრატორი, მონიტორი, ტრავმატოლოგიური ხელსაწყოები;
მედიკამენტები და სახარჯი მასალა, რომლის კონკრეტული მოთხოვნა აქვს ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს.
პაციენტების მოვლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობა და ტრენინგების ჩატარებასთან ერთად "ლელოს" ექიმების ჯგუფი ადგილზე სამედიცინო ოპერაციებს ჩაატარებენ“ _ წერია პარტიის განცხადებაში.