ქობულეთში საფლავები გაძარცვეს, შემთხვევა ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მოპარულია ლითონის კონტრუქციები.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი პირველად არ ფიქსირდება. მათივე თქმით, სასაფლაოზე არ ხორციელდება ზედამხედველობა, სასაფლაოს არ ჰყავს მეთვალყურე, რაც მსგავსი შემთხვევების სიმრავლეს იწვევს.
შსს-ს ოფიციალური განცხადება თემაზე ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ფოტო: facebook