ყველაზე მსხვილსა და ლამაზ ლალის თვლებს ბირმაში პოულობდნენ. უძველესი ოსტატები, რომლებმაც არ იცოდნენ დამუშავების ტექნიკა, ცდილობდნენ სპეკალისთვის ბუნებრივი ფორმა შეენარჩუნებინათ და ბუდე მისთვის მოერგოთ.
არავინ იცის, სად იპოვეს დიდებული, 5სმ. სიგრძის ლალი. პირველად ის 1367 წელს არის მოხსენიებული და გრანადის მეფეს ეკუთვნოდა. მეზობლის ლალმა მოსვენება დაუკარგა კასტილიის მეფე დონ პედროს - გრანადის მეფე მოკლა და სხვა ქონებასთან ერთად ლალიც ხელში ჩაიგდო. ერთ-ერთ ბრძოლაში დონ პედროს გაუჭირდა, ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟს სთხოვა დახმარება და მადლიერების ნიშნად „შავ უფლისწულს“ (ასე ეძახდნენ ედუარდ II-ის ვაჟს) ლალი აჩუქა.
ახლა რთული დასაჯერებელია, რომ ეს ისტორიული რელიკვია ინგლისის რესპუბლიკის (1649-1660წ.) ხელისუფალთა ბრძანებით, სამეფოს საგანძურის აუქციონზე სულ ოთხ გირვანქა სტერლინგად გაყიდეს. არავინ იცის, ვინ შეიძინა იგი, მაგრამ როცა 1660 წელს ქვეყანაში მონარქია აღდგა, „შავი უფლისწულის ლალი“ ისევ გვირგვინს ამშვენებს. სინამდვილეში სპეკალი ლალი კი არა, ნახევრადძვირფასი ქვა აღმოჩნდა, მაგრამ მისი რომანტიკული თავგადასავლისა და უჩვეულო ზომის გამო იგი შეუფასებელია.
მთავარი ფოტო: diamondbuzz.blog