„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია კლანის მმართველობა დასრულდეს.
მათი მთავარი მოთხოვნა კი არის ის, რომ სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესები შეჩერდეს იქამდე, სანამ არ დასრულდება მუშაობა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ სასამართლო რეფორმაზე.
„იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა სასამართლოში და ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა, რომელიც უნდა დავგეგმოთ ერთად და ამის შემდეგ განვავითაროთ პროცესები, რაც იქნება საჭირო სასამართლო სისტემისთვის“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მთავარი ფოტო: ghn.ge