,,TV Pirveli“ გადაცემა ,,ნოდარ მელაძის შაბათს“ აანონსებს, სადაც ნათქვამია, თუ როგორ გამოჟონა სისტემიდან 20 ივნისის ღამის ჩანაწერების ნაწილმა, რომელიც ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აანონსებს იმ ადამიანზე, რომელმაც ,,სუს“-იდან ფარული ჩანაწერების დიდი არქივი გამოტანა და საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.
მელაძე ანონსში ასევე ამბობს, რომ გადაცემაში გაჟღერდება ამბავი, რომლის ,,გაჟონვაც ხელისუფლებისთვის ნამდვილი შოკი“ იქნება. აქ იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ უთვალთვალებდნენ ქართული ოცნების ლიდერები და ასევე პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსნები ერთმანეთს კაბინეტებში დამონტაჟებული კამერებით.
ნოდარ მელაძე შაბათის ეთერში დიდ ექსკლუზივს აანონსებს.