31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბურკის მკველობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
მურსაკულოვი სამართალდამცავებმა 7 სექტემბერს დააკავეს. ის ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშმყოფს დანაშული არ ჩაუდენია.