„TaxiWoman” არის საქართველოში პირველი ტაქსის სერვისი, რომელიც განკუთვნილია ქალებისთვის და ასევე 16 წლამდე მოზარდებისთვის. აქ მოგემსახურებათ ქალი - მძღოლი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კომპანია ქალ ლიცენზირებულ და არა ლიცენზირებულ მძღოლებს სამუშაოდ იწვევს.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტაქსის გამოძახება სატელეფონო ზარის მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა ახლო მომავალში მომხმარებლები ტაქსის გამოძახებას აპლიკაციით შეძლებენ.