ტაქსით მგზავრობისას რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილება გუშინ გამოქვეყნდა. საუბარია შეზღუდვაზე, რომლითაც ტაქსით გადაადგილებისას ავტომობილში მხოლოდ სამი პირი (მძღოლის ჩათვლით) იყო დასაშვები.
ერთადერთი რეგულაცია, რაც ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში კვლავ ძალაში რჩება, უსაფრთხოების ზომებია და მძღოლიც და მგზავრებიც მგზავრობისას პირბადით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.
მთავარი ფოტო: taximaxim.ge