მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსივით იქცევა.
პეტრე ცაავას თქმით, მეუფე სტეფანე ისეთი ადამიანივით იქცევა, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია.
დესპოტიზმი უცხოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მღვდელმთავარი უნდა იყოს უბრალო, კანონმორჩილი და სამაგალითო. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, მეუფე სტეფანეს სახით" - განაცხადა ცაავამ.
მეუფე პეტრეს თქმითვე, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხიმსგებლობა პატრიარქსაც ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მეუფე სტეფანემ მიტროპოლიტი ცაავა შვილის ყოლაში დაადანაშაულა.
ფოტო: publika