"ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ოჯახი აცხადებს, რომ მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინიტროდან. გარდაცვლილის დედის, თინათინ კახიძის განცხადებით, მას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაშ ყოფნის პირობებში საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.
"დღემდე არავინ დაგვკავშირებია, არც შსს-დან. ლექსოს ცხედრის ექსპერტიზა საჭირო იყო იმ 2 საათში, რომ გაეტაცებინათ. ეს იყო სანახავობა, რომ ლექსო დისკრედიტირებული ყოფილიყო. ჟვანიაზე მახსენდება, გაზით გაიგუდაო, ხელისუფლებამ რომ თქვა, არადა, გაზი სახლში არ იყო. და ესენი ლექსოს საქმეს გამოიძიებენ" – აცხახებს ლექსო ლაშქარავას დედა.
ფოტო: TV პირველი