სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა მელიას გამოკითხვა დასრულდა. გვარამიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გამოკითხვა შეეხებოდა მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ამის შესახებ მან სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
სუს-ის განცხადებით კი გვარამიამ დაკითხვაზე დაბარება თავად მოითხოვა და ეს არ იყო კავშირში მთავარი არხის ეთერში გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან.
"ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით" - აცხადებს სუს-ი.
ფოტო: facebook