უბედური შემთხვევა კახეთში - სახელოსნოში მომუშავე მამაკაცს მუშაობის დროს მოწყობილობაზე მდგარი ავტომობილი დაეცა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ახალშენში მოხდა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ის სისხლის სამართლის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: facebook