ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს პროფესიული სტანანდარტების შესახებ საუბარს სთავაზობს და მათ გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოების "კატარინა ბმულის შელახული ღირსების" წაკითხვას ურჩევს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
მისი თქმით, როგორც მედიას ასევე სასულიერო პირებს საკუთარი წილი პასუხისმგებლობები აქვთ და ეს ორივე მხარის მიერ კარგად უნდა იყოს გააზრებული.
"ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, დიდი ბოროტების, რაც მოხდა. ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ გააკეთო. ეს არ არის აზრის გამოხატულება, როდესაც ადამიანების უმრავლესობას არ უნდა და დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას აკეთებ და ამბობ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. ეს არის ძალადობა" - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
ფოტო: 1TV