ჩაქვში 15 წლის შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილ ქმედების, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მოზარდის ინტერესებს ფონდი "ალქანი" იიცავს.
ფონდის ხელმძღვანელის, თაკო აბაშიძის განცხადებით, მოზარდი ორგანიზაციაში მისმა თანატოლებმა მიიყვანეს, გოგონას წასასვლელი არსად ჰქონდა.
"მოზარდი სხვა არასრულწლოვნებმა მოიყვანეს ჩვენთან ორგანიზაციაში, იმიტომ რომ არსად წასასვლელი არ ჰქონდა, იყო ქუჩაში და აპროტესტებდა სახლში დაბრუნებას. ბავშვი ყვებოდა, რომ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის შედეგებს ველოდებით სასამართლოდან" – აცხადებს თაკო აბაშიძე.
მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ფოტო: facebook