საპატრიარქოში გამართულმ შეხვედრას, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის პრობლემებზე საუბრობდნენ, სასულიარო პირები, ჯანდაცვის მინისტრი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.
როგორც შეხვედრაზე მყოფმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ემი კლენსმა განაცხადა, UNICEF მთავრობას ამ სისტემის გაძლიერებაში მხარს უჭერს და მათი მიზანია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
"ჩვენი მიზანია ბავშვებს სხვა ალტერნატივა შევუქმნათ. დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს ან შევქმნათ პატარა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ბავშვების უსაფრთხოებაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ოჯახებს რომ მათ არ მოუწიოთ ასეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება. UNICEF მხარს უჭერს მთავრობას სიტემის გაძლიერებაში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ბავშვები საუკეთესო გარემოში არიან“ _ აღნიშნა ემი კლენსმა.