უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ პედოფილისს ფაქტზე წერს. მისი თქმით, დედამ ძლივს გაბედა ჩივილი შიშის გამო, რადგან მასზეც ძალადობდნენ. აღნიშნული ფაქტია გამო ბაბუას ბრალი უკვე წაუყენეს.
,,ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: პედოფილიის საქმე გვქონდა ბაბუასაგან შვილიშვილზე, ძლივს გაბედა დედამ ჩივილი, ძალიან ეშინოდა, რადგან მასზეც ძალადობდნენ ოჯახში. ვიმუშავეთ ბათუმის პოლიციასთან და პროკურატურასთან. იმდენად ღია აღმოჩნდნენ, რომ წიგნები მოგვთხოვეს და საფარის დაწერილი კომენტარები სქესობრივ დანაშაულებზე გავუგზავნეთ. რასაც ქვია იმეცადინეს და ყველაფერი კარგად გააკეთეს, ბრალიც წაუყენეს და ბათუმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.
ეს არის თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, როცა შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ ისწავლო, გაერკვე და ბავშვის ინტერესებიდან ამოხვიდე. გარყვნილ ქმედებებზე თბილისში ვერ ვაყენებთ ხოლმე შედეგს და ყოჩაღ და მადლობა ბათუმს. Tamuna Lukava ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება ბავშვების პედოფილიისაგან დაცვაში“ _ წერს ბაია პატარაია.