ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა კიევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა — იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოსკოვისკენ მიმავალი დრონების დიდი ნაწილი გზაში გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა, რომლებიც განადგურებულ დრონებს ეკუთვნოდა, კიევის სამ რაიონში საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში ხანძარი გააჩინა. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც - ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.