"არაფერი რთული არაა, როცა სამშობლოს ემსახურები" — ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"მე ჩემს სამშობლოს ვემსახურები. რთული არაფერი არ არის. ამაზე უარეს დროშიც გვიცხოვრია საქართველოში. არაფერი რთული არაა, როცა სამშობლოს ემსახურები. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და თქვენ და თქვენი ტელევიზიებიც ემსახურეთ ჯობია" — განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში 2024 წლის 19 დეკემბერს შეიყვანა.