პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" ნასვამ მძღოლებზე კანონის გამკაცრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის რაც საქართველოს გზებზე ხდება, ეროვნული ტრაგედიაა.
,,ჩვენ გამოვითხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სტატისტიკა და უკვე პირველ კვარტალში, ავარიების შედეგად დაღუპულია 94 ადამიანი და დასახიჩრებულია 1600 ჩვენი თანამოქალაქე. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევულია სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის საჭესთან ნასვამი მძღოლი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ დალევის შემდეგ საჭესთან არ უნდა დაჯდეს, რადგან ის ხდება პოტენციური მკვლელი. ჩვენ ვიფიქრეთ თუ როგორ შევებრძოლოთ ამ პრობლემას, რა მსოფლიო პრაქტიკაა და ვნახეთ, რომ ეს არის კანონის გამკაცრება. დღემდე არც თუ ისე მკაცრია ჩვენთან ამ მიმართულებით კანონი. ამიტომაც დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვით ნასვამ მდგომარეობაში მეორედ მართვის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ პარტია ,,მოქალაქეების" მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჭესთან ნასვამი მძღოლების მიმართ კანონის გამკაცრებას.
ფოტო: facebook