სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატში გამართულ სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოს წევრად გახდომას, თუმცა მისივე აზრით საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაცია კრიტიკულია, მან ასევე აღნიშნა საქართველოში საარჩევნო რეფორმის საჭიროება.
,,საქართველომ ასევე გამოხატა სურვილი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. მას ასევე აქვს მტკიცე სურვილი, გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერ. როგორც სენატში ნატო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და სენატში ამის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაცია კრიტიკულია, მისი გადაწყვეტა ქვეყანას ან დემოკრატიასთან დააბრუნებს, ან მრავალი წლის ძალისხმევას ჩაშლის. მაშინ, როდესაც ეუთო-მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები, ვციტირებ „იყო კონკურენტული და ეფექტიანად ადმინისტრირებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად“, მან ასევე აღნიშნა საარჩევნო რეფორმის საჭიროება, რის განხორციელებისკენაც მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას. არ არის საკმარისი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ბარიერს აკმაყოფილებს“ _ განაცხადა შაჰინმა.
მისი აზრით საქართველოში ამჟამინდელი კრიზისი ყველა პარტიის ბრალია, მათ გვერდზე უნდა გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე.
ფოტო: https://www.bestmagyou.com/