დედაქალაქის მერია განცხადებას პეკინზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს ჯერ დროებით სასტუმროში გადაიყვანენ, ხოლო, შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ბინას უქირავებს.
"საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დღესვე, სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა. თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სასტუმროში დააბინავებს და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.
პროცესში თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობისა და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული", - აცხადებენ მერიაში.
ფოტო: თბილისის მერია