შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამთენიისას საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რასაც შედეგად ორი ქართველის დაჭრა მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს სამართალდამცველებმა ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.
პაპუნა ძანძავა 19 წლისაა, მას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას - ფეხში. თავად დაჭრილებს იარაღი არ ჰქონიათ.
ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მთავარი ფოტო: envato.com