სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline იწყებს. ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა 29 აპრილს მიენიჭა.
„სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება“ - ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი ფოტო: www.aviabiletebi.org