საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. სამიმისტროს ახალი თანამშრომელი მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად წარადგინა.
ბურჭულაძის ინფორმაციით, მინისტრის ახალი მოადგილე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და ის თავდაცვის უწყებაში, იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას.
თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს "შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ფოტო: ნეტგაზეთი