"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით პერმანენტული შიმშილობის აქციაში მონაწილეობის სურვილი 300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
"ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება... უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს," - განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების აქცია გაიმართა, ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივი შიმშილობის აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.