თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად რაოდენობამ 1200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ასობით ადამიანი კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში გამთენიისას მოხდა.