ევროკავშირი ხვალიდან, 20 აგვისტოდან თურქეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ ე.წ.კოვიდსერტიფიკატებს ცნობს - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
"კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვივალენტობის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“, – ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.
თურქეთში მოსახლეობის 41.6% სრულად ვაქცინირებულია, უკრაინაში 6.6%, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიაში კოვიდვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 22.3%-მა პროცენტმა გაიკეთა.
მთავარი ფოტო: ევროკომისია