დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ დაუნინგ სთრითზე გააკეთა. ტრასის თქმით, ის პრემიერის პოსტზე საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
,,ჩვენი ქვეყანა დიდი დროის განმავლობაში იყო შეჩერებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. კონსერვატიულმა პარტიამ მე ამ ვითარების შეცვლის მანდატით ამირჩია. ჩვენ დაპირებები შევასრულეთ ენერგიის გადასახადებზე და ეროვნული დაზღვევის შემცირებაზე. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ დაბალი გადასახადისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ხედვა, რომელიც ისარგებლებდა ბრექსიტისგან მინიჭებული თავისუფლებებით. ვაღიარებ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“ _ აღნიშნა ტრასმა.
მისი თქმით, თანამდებობაზე მანამ დარჩება, სანამ მის მემკვიდრეს პარტიის ლიდერად ოფიციალურად აირჩევენ და მეფე ჩარლზ III-ე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.