დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერობისთვის და პარტიის ლიდერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. ყველა მათგანმა დაპირებების ძირითად ელემენტად კონკურენტული საგადასახადო გეგმა წარადგინა. ლიზ ტრანსმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში ის მიიღებს დაუყოვნებელ ზომებს და პირველივე დღიდან დაიწყებს გადასახადების შემცირება.
1922 წლის თორი დეპუტატების კომიტეტი, რომელიც აწყობს შეჯიბრებებს, შეიკრიბება ორშაბათს, რათა გადაწყვიტოს ლიდერთა რბოლის განრიგი და წესები.
"კოლეგებმა იციან, რომ იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ და მხოლოდ დაპირებებს ვიძლევი, რომლის შესრულებაც შემიძლია. ჩემი ნდობა შეიძლება" _ თქვა მან.
ტრასის განცხადებით, ის „არჩევნებს იბრძოლებს, როგორც კონსერვატორი და გამარჯვების შემთხვევაშიც მართავს, როგორც კონსერვატორი“.
ამ ეტაპზე კანდიდატთა სიაში არიან:
თანასწორობის ყოფილი მინისტრი - კემი ბადენოჩი
გენერალური პროკურორი - სუელა ბრავერმანი
საგარეო საქმეთა მინისტრი - რეჰმან ჩიშტი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - ჯერემი ჰანტი
ჯანდაცვის ყოფილი მდივანი - საჯიდ ჯავიდი
ვაჭრობის მინისტრი - პენი მორდაუნტი
ტრანსპორტის მდივანი - გრანტი შაპსი
ყოფილი კანცლერი - რიში სუნაკი
საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიზ ტრუსი
პარლამრნტარი - ტომ ტუგენდატი
კანცლერი - ნადიმ ზაჰავი.