მოსკოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წევრს ,,კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ბრალი წაუყენა და გარდა ამისა, იძებნება კიდევ 96 ადამიანი, მათ შორის 51 შეიარაღებული ძალების მეთაური. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელქსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა. ბასტრიკინის თქმით,1300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
,,უკრაინელები კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულში იყვნენ ჩართული" _ თქვა მან გამოცემა Rossiiskaya Gazeta-სთან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა ასევე აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ გამოძიებას ომის დანაშაულების შესახებ.