ვინ თქვა, რომ 2 წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე დაწერა.
,,მე ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, Lend-Lease-ის ფარგლებში, სურს მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი მისი პარტნიორებისგან 2 წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარში ის უბრალოდ გაიყინება.
ერთი კითხვა მაქვს, ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე? მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს აღარ აინტერესებთ - მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს ,,ანტირუსულ" პროექტში, რომ ყველაფერი მათთვის წვრილმანია ...“ _ წერს მედვედევი.