თბილისში ხის დაცემის შედეგად 40 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ორ ქალს დაეცა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს ,,ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი საავადმყოფოში ბარძაყის მოტეხილობით შეიყვაეს. დაშავებული ასევე 40 წლისაა.