პარტია ,,ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რეხვიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,, ეს ხდება დიდ დიღომში, სტრაბონის ქუჩაზე
დარღვეულია მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“.
მშენებლობა საფრთხეს უქმნის სამეზობლოდ არსებულ კორპუსებს, სადაც უკვე ბზარებია გაჩენილი და არის ფუნდამენტის დაზიანების და შენობის დანგრევის დიდი რისკი
ამის მიუედავად, ზედამხედველობის სამსახური მაინც აძლევს უფლებას გააგრძელონ სამუშაოები.
ადგილობრივი გამგეობა არ ეხმარება მოსახლებას აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.
მსგავსი უკანონო და დაუგეგმავი მშენებლობები საფრთხეს უქმნის მთელს ქალაქს, ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონაც ამის კარგი მაგალითია“ _ წერს რეხვიაშვილი.
ფოტო: facebook