პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.
პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:
გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი.
მთავარი ფოტო: imedi.ge