იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია, ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ადანაშაულებს.
საქმე ეხება აზიის თასს, სადაც იორდანიის და ირანის ქალთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ 25 სექტემბერს და ნულოვანი ფრის შემდეგ, მატჩი ირანმა მოიგო თერთმეტმეტრიანების სერიაში. იორდანელების მტკიცებით კი, ირანს კარში მამაკაცი ჰყავდა.
სწორედ ამიტომ „JFA”-მ (იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია), “AFC”-ს (აზიის ფეხბურთის კონფედერაცია), ირანელთა მეკარის, ზოჰრე კუდაის სქესის დასადგენად, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
ამ ფაქტს რათქმაუნდა უარყოფენ ირანელები. ნაკრების სელექციონერი, მარიამ ირანდოსტი აცხადებს, რომ ამით იორდანია საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობს.