სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი უკანონოდ გაიტაცეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქათველოს მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია.
სუს-ის ინფორმაციით, ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.