საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ის მიერ სასულიერო პირების მოსმენის თაობაზე. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ფაბრიკაციებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების დასაზიანებლად მიმართა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი ასეული წლის ურთიერთობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის ნამდვილად არ დაზიანდება. ამის მამტკიცებელი საბუთები არ არის საჭირო მოვიძიოთ, რადგან სულ რამდენიმეთვიანი ინტერვიუები რომ ამოვიღოთ ჩვენი ოპონენტების, მგონი ისინი, პირდაპირ, საჯაროდ ლანძღავენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სასულიერო პირებს, არათუ აკრიტიკებდნენ, არამედ პირდაპირ ლანძღავდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მთავარი ფოტო: imedi.ge