აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო, თურმე ,,ვივამედში“ ყოფილა. აღნიშნული განცხადება ,,ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
,,ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ახლა ბრიუსელში უფრო მეტს უნდა დადიოდეს, თუ ,,ვივამედში", საკითხავია. როგორ შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამე განაცხადოს, რომ ამდენ საუკუნოვანი ლტოლვა ჩვენი ევროინტეგრაციისადმი დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე, რასაც ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება.
მინისტრმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ იქ არ იყო კონკრეტულად პატიმარ სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი, მაგრამ თავად ის ფაქტი,რომ დემარში პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო, ეს არ არის სწორი და არ არის დასავლური სტანდარტი“ _ აცხადებს მაჭარაშვილი.