დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა. „ტრიბუნას“ ლიდერის თქმით, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც „ქართული ოცნების“ ნდობის დამტკიცება არ დამტკიცების. მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზეურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.
საპარლამენტო ოპოზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას.
მოკლედ, ის რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა. ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მთავარი ფოტო: news.ge