პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ეკონომიკური ზრდის მიზეზად ემიგრანტების გზავნილებს ასახელებს. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ციფრების ხიბლში არიან ჩავარდნილი.
„დღეს თუ ყველას არ შია ამ ქვეყანაში და ასე თუ ისე, ახერხებენ ლუკმა პურის ყიდვას, ეს ჩვენი ემიგრანტების დამსახურებაა. თვეში მინიმუმ 250-300 მილიონი დოლარია ქართველი ემიგრანტების სამშობლოში გზავნილი.
შესაბამისად, ციფრების ხიბლში ჩავარდნილი „ოცნების“ ჩინოვნიკები ეკონომიკურ ზრდაზე რომ გვესაუბრებიან, ეს მათი კი არა, ეს იძულებით გაზრდილი ემიგრაციის ხარჯზე ხდება.
სწორედ ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობს დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თან ისიც ფაქტია, რომ ამ ტრანზაქციებშიც კი ფინანსური ჯგუფები უსხდებიან უსინდისოდ.
მოკლედ, ფინანსური მოდელი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის კატასტროფა და არც გამოსავალი ჩანს - ყველა ვალებით გადაივსო, მსყიდველობითი უნარი არ არსებობს, შემოსავლები კი ძირითადად ვალების მომსახურებაზე მიდის. ანუ, ვემსახურებით ბანკებს, ვისაც თავად აქვს ივანიშვილის ვალი. ეკონომიკის ზრდას კი მხოლოდ გადასახადებიდან გამომდინარე და დღგ-ს ზრდიდან გვითვლიან, იმიტომაც არის ამხელა მაჩვენებელი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისეთ მოცემულობაში ვართ და ისე მივდივართ, 2024 წელი კი არა 2030 წელიც „ქართული ოცნების“ იქნება, სახელმწიფო თუ საერთოდ გვექნა მაგ დროისთვის“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მთავარი ფოტო: old.primetime.ge