სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 13 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება. მოგვიანებით ეს ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ უარყო.
,,13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“ _ წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ პატრიარქი მაისში აიცრა.
,,პატრიარქი ჯერ კიდევ მაისში აიცრა პფაიზერით! ზუსტად ვიცი იმ ექიმისგან ვინც აცრა. უბრალოდ ვერ ვასახელებ მის გვარს“ _ წერს ნინია კაკაბაძე.
ამ ფაქტს ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი ბასილ კობახიძე ეხმაურება.
,,პატრიარქის აცრას რატომ მალავს ეკლესია? ამ ფაქტის გასაჯაროებითაც კი ხომ მრავალი აიცრებოდა. დღეს 48 ადამიანი გარდაიცვალა და 13 აგვისტოს პატრიარქი არ აიცრებაო ამას რომ აცხადებს ეკლესია ჯაღმაიძის ბინძური პირით, იმის მაგივრად რომ ეთქვა უკვე აიცრაო, ეს პირდაპირ ანტივაქსერული განცხადებაა“ _ წერს კობახიძე.
